среда, 30 марта 2011 г.

ნავთობი

.სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან დამზადებული საწვავის ფართოდ მოხმარების პროექტების რეალიზება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება მისი არამომგებიანობის გამო. ამის შესახებ საუბარია რუსეთის გლობალიზაციისა და სოციალური ძვრების ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის მასალებში. ”ბიოლოგიური საწვავის ფართოდ გამოყენების გეგმების ეკონომიკური არამომგებიანობა გამოვლინდება მსოფლიოში საწვავის მოხმარების შემცირების ტალღაზე ნავთობის გაიაფების შედეგად. ეს გლობალური კრიზისის განვითარების შედეგად მოხდება. ბიოსაწვავი ბენზინს ბაზრიდან ვერ გააძევებს”, – ნათქვამია ანგარიშში.  ევროკავშირში შემუშავებული ცხრამეტწლიანი გეგმა ითვალისწინებს 2020 წლამდე ნავთობისგან მიღებული საწვავის 20%-ის ჩანაცვლებას ენერგიის ალტერნატიული წყაროებით. მათ რიცხვში შედის ბიოლოგიური საწვავი, ასევე ბუნებრივი აირი და წყალბადი. ამჟამად ევროკავშირში ავტომობილებისთვის ბიოლოგიური საწვავის გამოყენება 0,5%-საც ვერ აღწევს. 2020 წლისთვის იგეგმება მისი 8%-მდე გაზრდა. აშშ-ის შესაძლებლობები ეთანოლის წარმოებისა შესაძლებელს გახდის  მისი წილის 30%-მდე გაზრდას

Комментариев нет:

Отправить комментарий