суббота, 25 февраля 2012 г.

კვებითი ჯაჭვი

                                                   კვებითი ჯაჭვი  
                

 1.მწარმოებელი
2.მცენარის მჭამელი              ან ნაირმჭამელი
3.ხორცის მჭამელი 



воскресенье, 23 октября 2011 г.

ფიზიკური მოვლენა:ნივთიერება არ იცვლება, მაგ.:გატეხილი ასანთი
ფიზიკურ მოვლენას ახლავს თავისი ნიშნები: არეგატული მდგომარეობა, მაგ.:გამდნარი წყალი
ქიმიური მოვლენა-ქიმიური რეაქციის ნიშნები:  ფორმის შეცვლა, ზომის შეცვლა და ა.შ.

              პრაქტიკული სამუშაო: ქიმიური რეაქცია-ნახშიროჟირორჟანგის მიღება.



ცდის ჩასატარებლად საჭირო მასალა:
  • ბოთლი;
  • ბუშტი;
  • ძმარი;
  • სოდა.
მსვლელობა;
  • ბოთლში ჩავასხი ძმარი; 


  •  ბუშტში ჩავყარე სოდა;
  • ბუშტი დავახურე ბოთლს.

   ვარაუდი - სოდისა და ძმრის შერევით უნდა წარმოიშვას ნახშიროჟანგი.
ქიმიური რეაქცია რომ წარმოიქმნა უნდა ყოფილიყო შემდეგი პირობა: 2 ნივთიერების შერევა.
ამ რეაქციასახლავს შემდეგი ქიმიური ნიშანი: აირის   გამოყოფა.
დასკვნა:

ცდის შედეგი: ძმრისა და სოდის შერევით წარმოიშვა აირი, რომელიც გადავიდა ბუშტში და ბუშტი გაიბერა.

воскресенье, 16 октября 2011 г.

ცდა

პრაქტიკული სამუშაო

  1. საჭირო მასალა:
  • ნებისმიერი ფორმის მყარი სხეული;
  • სამედიცინო შპრიცი;
  • წყალი
  • სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი;
  2.     მსვლელობა:

  • ავიღე კოვზი, მუყაო და რეზინა, შევეცადე შემეცვალა მათთვის ფორმა: კოვზი ოდნავ მოიღუნა, მუყაო გადატყდა, ხოლო რეზინა მოიდრიკა და ისევ დაუბრუნდა თავის ფორმას.
  • ავიღე სამედიცინო შპრიცი, დგუში ამოვწიე, ნემსის მისამაგრებელ ადგილას დავაჭირე თითი მჭიდროდ და დგუშს დავაწექი, დგუშის მდგომარეობა არ შეცვლილა, შპრიცსში იყო ჰაერი, რომელიც თითის დაჭერის გამო გარეთ ვერ გამოვიდა და არც დგუშს მისცა საშუალება შეეცვალა მდგომარეობა;
  • ავიღე სამედიცინო შპრიცი, დგუში ამოვწიე და წყლით ავავსე , ნემსის მისამაგრებელ ადგილას დავაჭირე თითი მჭიდროდ და დგუშს დავაწექი, დგუშის მდგომარეობა არ შეცვლილა, შპრიცში არსებული წყალი თითის დაჭერის გამო გარეთ ვერ გამოვიდა და არც დგუშს მისცა საშუალება შეეცვალა მდგომარეობა;
  • ავიღე მრგვალი ლარნაკი, ბოთლი და გამჭირვალე ჭიქა, ყველა მათგანში ჩავასხი ერთნაირი რაოდენობის წყალი, წყალმა მიიღო ჭურჭლის შესაბამისი ფორმა და სხვადასხვა დონე დაიკავა.
3. შედეგი:
 
  •       მყარი სხეული-ძნელად იცვლის ფორმას და მოცულობას,
  •      თხევადი და აირადი ნივთიერება - ადვილად იცვლის ფორმას და მოცულობას.
 

воскресенье, 2 октября 2011 г.

ცდა

საჭირო მასალები: ოთხი ნივთიერება (წყალი, ზეთი, ღვინო და თაფლი), საზომი ჭიქა და სხვა ჭურჭელი (მინის ჭიქები).

ვარაუდი: ჩემის აზრით, პირველ ფენას შექმნის თაფლი, მეორეს - წყალი, მესამეს - ღვინო და მეოთხეს - ზეთი.

ვარაუდის დასაბუთება: თაფლის სიკვრივე მეტი იქნება ზეთზე, ღვინოსა და წყალზე, იმიტომ რომ თაფლი ბლანტია და მკვრივი. ხოლო წყალი ღვინოზე მძიმეა და ზეთი კი ამ ნივთიერებათაგან ყველაზე მსუბუქი.

კვლევა: ოთხივე ნივთიერება ჩავასხი თანმიმდევრობით. ჯერ წყალი, შემდეგ ღვინო შემდეგ ზეთი და ბოლოს - თაფლი.

შედეგი: თაფლი მოექცა ყველა ნივთიერების ქვეშ, წყალი და ღვინო შეერია ერთმანეთს და ზეთი მოექცა ზევიდან.

დასკვნა: თაფლის სიმკვრივე მეტია დანარჩენ სამ ნივთიერებაზე, წყლისა და ღვინის სიმკვრივე დაახლოებით ტოლი და ზეთის სიმკვრივე ყველაზე ნაკლებია.



вторник, 10 мая 2011 г.

ცდა

ფანქარი დავიჭირე კედელთან ახლოს და მივანათე ფანარი. რაც უფრო ახლოსაა სინათლის წყარო ფანქართან, მით უფრო გრძელია ჩრდილი და პირიქით რაც უფრო შორიდან ვანათებთ, ჩრდილი მოკლდება.