პრაქტიკული სამუშაო
- საჭირო მასალა:
- ნებისმიერი ფორმის მყარი სხეული;
- სამედიცინო შპრიცი;
- წყალი
- სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი;
2. მსვლელობა:
- ავიღე კოვზი, მუყაო და რეზინა, შევეცადე შემეცვალა მათთვის ფორმა: კოვზი ოდნავ მოიღუნა, მუყაო გადატყდა, ხოლო რეზინა მოიდრიკა და ისევ დაუბრუნდა თავის ფორმას.
- ავიღე სამედიცინო შპრიცი, დგუში ამოვწიე, ნემსის მისამაგრებელ ადგილას დავაჭირე თითი მჭიდროდ და დგუშს დავაწექი, დგუშის მდგომარეობა არ შეცვლილა, შპრიცსში იყო ჰაერი, რომელიც თითის დაჭერის გამო გარეთ ვერ გამოვიდა და არც დგუშს მისცა საშუალება შეეცვალა მდგომარეობა;
- ავიღე სამედიცინო შპრიცი, დგუში ამოვწიე და წყლით ავავსე , ნემსის მისამაგრებელ ადგილას დავაჭირე თითი მჭიდროდ და დგუშს დავაწექი, დგუშის მდგომარეობა არ შეცვლილა, შპრიცში არსებული წყალი თითის დაჭერის გამო გარეთ ვერ გამოვიდა და არც დგუშს მისცა საშუალება შეეცვალა მდგომარეობა;
- ავიღე მრგვალი ლარნაკი, ბოთლი და გამჭირვალე ჭიქა, ყველა მათგანში ჩავასხი ერთნაირი რაოდენობის წყალი, წყალმა მიიღო ჭურჭლის შესაბამისი ფორმა და სხვადასხვა დონე დაიკავა.
3. შედეგი:
- მყარი სხეული-ძნელად იცვლის ფორმას და მოცულობას,
- თხევადი და აირადი ნივთიერება - ადვილად იცვლის ფორმას და მოცულობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий